,,რადისონ ბლუ ივერიაში" ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში მიმდინარეობს.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება.
სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება.