თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო-ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა, ისეთივეა, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. ამის შესახებ, ალასანიამ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, კნუდ ბარტელსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,, საქართველოსა და ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა არის, პრაქტიკულად, ისეთივე როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. არის ნდობა, გამოცდილება ერთობლივი ოპერაციების. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ გენერალ ბარტელსთან ერთად ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა რითიც შეიძლება დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედროების", _განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები