საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო და სამშენებლო ბატალიონების 50 სამხედრო მოსამსახურე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ესტუმრა.
სამხედროები თანამედროვე თურქი მწერლის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის მიხედვით დადგმულ რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლს "ზვავი" დაესწრნენ.
სპექტაკლმა ჯარისკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა.
თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა.
ამ მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.