თებერვალს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ შეხვედრა გამართა საინვესტიციო კომპანიების (Invesco, Neuberger, BNP, Alliance Bernstein, F&C, Standard Bank) წარმომადგენლებთან, რომლებსაც შეძენილი აქვთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული საქართველოს ფასიანი ქაღალდები, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე განთავსებული ევრობონდები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე.
თბილისში აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გაცნობა, რათა მათ თავის მხრივ, უახლოეს მომავალში უზრუნველყონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატით ინვესტორთა კიდევ უფრო დიდი დაინტერესება