ჩეჩნეთში რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარების ორი სამხედრო ჩეჩენ ბოევიკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ბოევიკების ძებნა მიმდინარეობს.
"სამხედროებმა აჩხო-მარტანის რაიონის ტყეში ხუთი უცნობი პირი აღმოაჩინეს. ბანდიტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს და მიიმალნენ. შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად მიღებული ჭრილობებით რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი წარმომადგენელი დაიღუპა, რომლებიც არმიაში კონტრაქტით მსახურობდნენ. ამჟამად ამ დაჯგუფების წევრთა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები