შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ბაზა „ლეზერნიკზე" ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე" შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უკვე საშუალება აქვთ თავისუფალ დროს სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშონ.
ცენტრში სამკითხველო კუთხეც ფუნქციონირებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, ბიბლიოთეკების ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიხსნა. „ბიბლიოთეკაში" 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის 300-ზე მეტი წიგნია თავმოყრილი. მათ საშუალება აქვთ სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს ადგილზე გაეცნონ, ასევე წასაკითხად საცხოვრებელ კარვებში გაიტანონ.
შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში საველე კინოთეატრიც გაიხსნა. ISAF-ის მისიაში მოსამსახურე ქართველ ჯარისკაცებს საშუალება აქვთ სხვადასხვა დოკუმენტურ, სამხედრო-ისტორიულ და პატრიოტულ ფილმებს უყურონ. კინოჩვენებებს შემეცნებითი ხასიათი აქვთ. სეანსის ბოლოს პირადი შემადგენლობა ფილმებს სამხედრო კონტექსტში განიხილავს.