დღეს, 30 იანვარს, 11:15 საათზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ თავდაცვის სამინისტროში ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ბრიფინგის თემაა ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების" (Building Integrity) პროგრამის ფარგლებში, ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შეფასება.
მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენ. კვინიტაძის 20.