საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველო-ისრაელის ურთიერთობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა: „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრები აწერენ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. ასევე, რა თქმა უნდა, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ძალიან დიდი ველი გაიშალა ჩვენსა და ისრაელს შორის. ერთი თვის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში და შეთანხმება შედგა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ყველა მიმართულებით დაიწყებს ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას."
მასალის გამოყენების პირობები