საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შემოწმება ხორციელდება. მიზანს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტებზე გეგმიური პრევენციული შემოწმება წარმოადგენს. პირველ ეტაპზე ნარკოლოგიური შემოწმება სამხედრო პოლიციის დეპატრტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გაიარეს.
დღესვე, სამხედრო პოლიციელთა ნაწილი სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. მათ ადგილზე ნარკოლოგიური ტესტი ჩააბარეს. შემოწმება ჩატარდა ქუთაისშიც.
ღონისძიება კანონმდებლობის გათვალისწინებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყველა ქვედანაყოფში პერმანენტულად განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები