საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" ჩაერთნენ. აქციაში მონაწილეობა ბრიგადის 260-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ეროვნული გვარდიის ხელმძვანელობის ინიციატივით, გვარდიელებმა სისხლი ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად გაიღეს. სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებული სისხლი საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს გადაეცემა. საქველმოქმედო აქციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები პერიოდულად იღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები