სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ. სამხედროები რეჟისორ ლევან წულაძის ისტორიული ჟანრის სპექტაკლს "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" დაესწრნენ.
მსახიობებმა სცენაზე საქართველოს XX საუკუნის მნიშვნელოვანი პერიოდი გააცოცხლეს. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, კოტე აფხაზის, გიორგი მაზნიაშვილის და იმ ქართველი გმირების მოღვაწეობა წარმოადგინეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
სპექტაკლმა ჯარისკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები „ჯარის მეგობართა საზოგადოების" პროექტის ფარგლებში ინტენსიურად ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები