ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში დოკუმენტურ-შემეცნებითი კინოპროექტის „დროის მანქანა" ჩვენება გაიმართა. ღონისძიება „ჯარის მეგობართა საზოგადოების" ფარგლებში განხორციელდა.
ტელეკომპანია GDS-ის პროექტი შემეცნებით-ისტორიული შინაარსისაა. ის რამდენიმე დამოუკიდებელი ფილმისგან შედგება, რომელიც ქართველი მეფეების ცხოვრებას ასახავს. ფილმში გაცოცხლებულია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები - მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალები და სტრატეგიული ბრძოლები.
ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი „ვახტანგ გორგასალი" მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში რეჟისორებმა ამირან ამირანაშვილმა და გიგა ბაინდურაშვილმა წარადგინეს. კინოჩვენებას ესწრებოდა მთავარი როლის შემსრულებელი დავით ქაცარავაც. ფილმის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცათ სერიალის ავტორებს გასაუბრებოდნენ.
მსგავსი ღონისძიებების გამართვა „ჯარის მეგობართა საზოგადოების" მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები