ავღანეთში, ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროები გერმანიაში გაემგზავრნენ. გაზაფხულზე, ფარიკაობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. კაპრალები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი ამ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის 5 დღეს გაგრძელდება და 21 იანვარს დასრულდება. მსგავსი სახის 8 ტურნირი გერმანიის შემდეგ, მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყანაში გაიმართება. დაგროვილი ქულების მიხედვით გაირკვევა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა ვინაობა.
ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი გერმანიაში თბილისის პარასპორტული განვითარების ცენტრის დახმარებით გაემგზავრნენ. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოდან კიდევ ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი გაემგზავრა.