ჩენჩეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ლიდერი რამზან კარდიროვი - მკვდარია. რამზან კადიროვმა თავისი სიტყვების დასტურად, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ახლახანს ხელში ჩაგდებული საუბარი მოიყვანა და განაცხადა, რომ საუბრიდან ცხადი ხდება და დაბეჯითებით შეიძლება უმაროვი ცოცხალი აღარ არის.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია 99 % დარწმუნებულნი ვართ, რომ უმაროვი ერთ-ერთი ოპერაციის დროს იქნა განადგურებული. ახლა კი არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ ის აღარ არსებობს. მართალია ჩვენ მისი ცხედარი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ მას ვეძებთ", _ განაცხადა რამზან კადიროვმა.
აღსანიშნავია, რომ ეს დოკუ უმაროვის მკვდრად გამოცხადების მერვე შემთხვევაა.
აასევე აღსანიშნავია, რომ წყარო რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებში აცხადებს, რომ მათ დოკუ უმაროვის გარდაცვალების დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვთ.
თუმცა, რამზან კადიროვი მაინც თავისაზე დგას და აცხადებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში მოქმედი საველე მეთაურების დიალოგიდან ცხადი ხდება, რომ ისინი უმაროვის დაღუპვის გამო ახალი ლიდერის შერჩევაზე მსჯელობენ.
„ადრეც ვამბობდი, რომ ის ცოცხალი არ არის, ახლა კი ჩვენ ხელთ გვაქვს ე.წ. ემირების მოლაპარაკებები, რომლებშიც ისინი აცხადებენ დოკუ უმაროვის სიკვდილის შესახებ, უსამძიმრებენ ერთმანეთს და ახალი ე.წ. ემირის კანდიდატურას განიხილავენ", _ დაწერა კადიროვმა ერთ ერთ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
მისივე თქმით, დოკუ უმაროვის შემცვლელად მოიაზრება ორი საველე მეთაური - ერთი დაღესტნიდანაა, მეორე კი - ასლანბეკ ვადალოვი ჩეჩნეთიდან.
„ვადალოვი ჯერ კიდევ 2010 წელს თავად დოკუ უმაროვმა დანიშნა თავის შემცვლელას მისი გარდაცვალების შემთხვევაში",_ აცხადებს კადიროვი და აღნიშმავს, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს ახლა ოლიმპიადისათის არ სცალიათ.
„მათ ახლა ოლიმპიადისათვის არ სცალიათ. ამიტომაც ყველა საუბარი ოლიმპიადის საფრთხისშემცველობის შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოა",_ განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში კადიროვი უკვე აცხადებდა, რომ დოკუ უმაროვი უკვე კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის.
„დოკუ უმაროვი კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის. ჩვენ მს ცხედარს ვეძებთ. ვინც ცხედარს იპოვის ის უდიდესი მებრძოლი გახდება. მგონია რომ ვიპოვით ცხედარს და თუ ვერ ვიპოვეთ, მისგან მაინც ცხედარს გავაკეთებთ. ის ყველაზე გარეწარი შაითანია",_ აცხადებდა კადიროვი 18 დეკემბერს ვოლგოგრადში მომხდარ აფეთქებებამდე 11 დღით ადრე.
აღსანიშნავია, რომ ვოლგოგრადში მომხდარ აფეთქებაზე ჯერ ჯერობით პასუხისმგებლობა არავის არ აუღია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს აფეთქებები დოკუ უმაროვის მიერ ზაფხულში გაკეთებულ განცხადებასთანაა კავშირში, როდესაც მან განაცხადა, რომ ის ჩრდილოკავკასიის ფარგლებს გარეთ სამხედრო აქციებზე დაწესებულ მორატორიუმს ხსნის.
2012 წლის თებერვალში დოკუ უმაროვმა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს მოუწოდა შეეჩერებინათ იერიშები რუსეთის მოსახლეობაზე, რომელმაც თავისი მონაწილეობით საპროტესტო აქციებში გამოტახა ის, რომ ის პუტინის პოლიტიკას მხარს არ უჭერს.
თუმცა, 2013 წლის ივნისის დასაწყისში, კვლავ გაჩნდა უმაროვის კიდევ ერთი ვიდეომიმართვა, რომელშოც მან ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს მოუწოდა არ დაუშვან სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება.
მას შემდეგ ინფორმაცია დოკუ უმაროვზე აღარ გავრცელებულა.
დოკუ უმაროვი ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი 2006 წელს გახდა და მას შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ის მკვდრად 7 ჯერ გამოაცხადა.
თუმცა, დუმილის სხვა და სხვა პერიოდების შემდეგ უმაროვი უარყოფდა ამ ხმებს, ავრცელებდა რა თავის ვიდეომიმართვებს, რომლებიც შემდეგ უკვე ინტერნეტ-გამოცემებში ხვდებოდნენ.
დოკუ უმაროვი ლიდერად აბდულ-ჰალიმ სადულაევის სიკვდილის შემდეგ გახდა. სადულაევი დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას რიგით მესამე პრეზიდენტი იყო.
2013 წლამდე დოკუ უმაროვი რუსეთში მომხდარ ყველა ხმამაღალ ტერაქტზე პასუხისმგებლობას იღებდა. მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული 2009 წლის შემოდგომაზე „ნევის ექსპრესის" აფეთქებაზე და მოსკოვის მეტროში 2010 წელს მომხდარ აფეთქებაზე. ასევე 2011 წლის იანვარში „დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე.
დოკუ უმაროვზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. აშშ -ს ის საერთაშორისო ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დადგენისათვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული.