აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საელჩოს საზღვაო ქვეითების დაცვის რაზმთან ერთად წავკისის ბავშვთა სახლს სათამაშოები გადასცა.
სათამაშოები საზღვაო ქვეითთა პროგრამის „სათამაშოები პატარებისთვის" ფარგლებში შეგროვდა. პროგრამის მიზანი 25 ბავშვისათვის შობისა და ახალი წლის გალამაზება იყო.
„სათამაშოები პატარებისთვის" პროგრამა 1947 წელს, ლოს ანჯელესში პოლკოვნიკმა უილიამ ჰენდრიქსმა წამოიწყო. მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში, 469 მილიონზე მეტი სათამაშო 216 მილიონამდე ბავშვს გადაეცა.