პრემიერ-მინისტრი საქართველოს შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ ჯარში არსებული მდგომარეობა გააცნეს და 2014 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები