თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს და მილოცვის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს!მინდა, საქართველოში მცხოვრებ სომეხ თანამოქალაქეებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სომეხი ეროვნების ჯარისკაცებს, ყველას მივულოცო ეს დღესასწაული, ვუსურვო, წარმატებები, კეთილდღეობა, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება!", _ნათქვამია ალასანიას მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები