თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განმარტებით, მისმა უწყებამ უკვე შეიმუშავა ეროვნულ სამხედრო სტრატეგია. როგორც ალასანიამ სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას განმარტა სტრატეგია უახლოეს პერიოდში განსახილველად პრემიერ-მინისტრისა და უსაფრთხოების კაბინეტებს გადაეგზავნება.
,,თავდაცავის სამინისტროში სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე დაასრულა მუშაობა ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე. სტრატეგია ითვალისწინებს არსებულ გამოწვევებს, იმ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. სტრატეგია ითვალისწინებს იმას თუ როგორ უნდა უპასუხოს გამოწვევებს თავდაცვის სისტემამ. ეს დოკუმენტი მომზადებულია და ის უახლოეს პერიოდში მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტსა და უსაფრთხოების კაბინეტს, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება უკვე განხორციელების კუთხით", _განაცხადა ალასანიამ.