საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო.
თავდაცვის სამინისტრო ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატოს კოალიციური ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო აშშ-ს მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
თავდაცვის უწყება უსამძიმრებს დაღუპული გმირების ოჯახებს და ამერიკელ ხალხს.
საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში მათ მიერ შეტანილი წვლილი შეუფასებელია.