საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი შეიარაღებულ ძალებს ბარბარობას ულოცავს და მილოცვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,მთელ საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს! საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს, მას ბავშვების მფარველადაც მოიხსენებენ. მინდა ეს დღესასწაული ყველა პატარას და განსაკუთრებით ქართველი სამხედროების შვილებს მივულოცო. გისურვებთ მშვიდობას, ერთიან საქართველოში ცხოვრებას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს! ", _ნათქვამია ალასანიას მისალოც განცხადებაში.