აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა შეხვდა. მიხეილ დარჩიაშვილმა აშშ-ის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრ, კონგრესმენ ჯონ შიმკუსსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, კონგრესმენ ტედ დოიჩს საქართველსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება გააცნო. მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ქვეყანაში დემოკრატის კონსოლიდირების პროცესი განიხილეს.
მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, მიღწეულ პროგრესსა და ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს კონტრიბუციაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს. მათ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და პოსტ-ISAF-ის მისიაში სამომავლო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამერიკელ კანონმდებელთა მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მტკიცე მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები