ბრაზილიაში ტყის მასივი იწვის. ამაზონიის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძარი ქალაქ აპუის უახლოვდება, სადაც 21 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, ტყის მასივის განადგურება მიზანმიმართულად ხდება. ამით ადგილობრივი ფერმერები არიან დაინტერესებულნი, რომლებსაც სურთ ტერიტორია საძოვრებად აქციონ. მონიტორინგი...
დონის როსტოვში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია. მისი ვინაობა დგინდება. ხანძარი თეატრალური დაღმართის რაიონში გუშინ გაჩნდა და 120-მდე შენობა გაანადგურა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და მოდიან დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოს თურქეთიც დაეხმარება. მისივე თქმით, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია. "თურქეთისგან მივიღეთ დახმარება, ორი ვერტმფრენი უ...
საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ღია წერილით მიმართავენ. "ჯი-ეიჩ-ენი" პოლიტიკური პარტიების წერილს უცვლელად გთავაზობთ: "ბატონო არჩილ, 2017 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა შორის გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციურ პარტიათა ...
2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში, უზნაძის ქ. N111-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ, რეკომენდაციით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგ...
რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საჭირო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ქართულ მხარეს ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა სომხეთიც დაეხმარება. მისივე განცხადებით, დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთმაც, მ...
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოს სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამგზავრული დაკვირვება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმაც. ამასთან, მოსალოდნელია ქარის შესუსტე...
მანილაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფილიპინების პრეზიდენტის პოლიტიკა დაგმეს. ასობით დემონსტრანტმა 17 წლის მოზარდის ხსოვნას მიაგო პატივი, რომელიც ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებულ ოპერაციას ემსხვერპლა. ბოლო ერთ კვირის განმავლობაში პრეზიდენტ დუტერტეს მიერ სანქცირებული სადამსჯელო ოპერაციისას 90-ზ...
რაც ნათელი იყო ის არის, რომ [ბორჯომის ხეობაში] მთავრობამ დააგვიანა მოქმედება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობის შესახებ და ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ საკუთარ პიარზე, რაც ახლა მაინც ა...
არეულობა შარლოტსვილის საქალაქო საბჭოში. სხომის ჩაშლას 100-მდე აქტივისტი შეეცადა. მათი თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ შარლოტსვილში მასობრივი არეულობების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა, რის გამოც საბჭო სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს. ქალაქის მერმა მარკ საინერმა სხდომაზე შესვენება გამოაცხადა და პოლიცია გამოიძახ...
ამერიკული სპეცსამსახურები გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავიამზიდ "ჯონ მაკკეინზე" კიბერთავდასხმა განხორციელდა, ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ამ ვერსიაზე აქტიურად მუშაობენ. "ჯონ მაკკეინი" მალაკის სრუტეში სანავთობო ტანკერს გუშინ შეეჯახა. 10 მეზღვაური ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, 5 კი მძიმედ დაშავდა. კატასტროფის გამომწვ...
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელი რეკომენდაციით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქობულეთისმუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 18, 19 და 23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 3 კორპუსის აღსადგენად 58 964 ლ...
22 აგვისტოს დღის ბოლოდან 24 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 22 აგვისტოს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში, ხოლო 23 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, როგორც ...
კალა-იფარის მონაკვეთზე მდინარე ენგურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი ბორია ხარძიანის ცხედარია, რომელსაც უშგული-კალას მონაკვეთზე 6 აგვისტოდან ეძებენ. შეგახსენებთ, ბორია ხარძიანის კუთვნილი ავტომობილი მდინარე ენგურში მიმდინარე წლის 6 აგვისტოს აღმოაჩინეს. სწორედ იმ დღ...
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის. პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაციის ხარისხი მაღალია და ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი მარგველაშვილმა მეზობელი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების მნ...