ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

    სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

    სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ინციდენტი ქალაქ ჯერმისტონის მახლობლად მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. 

    09 იანვარი 2018, 14:05
  • თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გამოსწორება დაავალა

    თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გამოსწორება დაავალა

    თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.  დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებე...

    09 იანვარი 2018, 14:04
  • ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

    ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

    დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მეორე ვადითაც სურს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჰოგან ჰიდლიმ განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპი მონაწილეობას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს. თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა 2016 წლის არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

    09 იანვარი 2018, 14:03
  • ჩვენ იქით უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    ჩვენ იქით უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ. ოჯახმა უკვე თავად შეარჩია კლინიკა, სადაც დაჭრილის გადაყვანა სურს. დაჭრილის ტრასნპორტირებასთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პ...

    09 იანვარი 2018, 13:52
  • იტალიასა და გერმანიაში მაფიოზური კლანის 170-მდე წევრი დააკავეს

    იტალიასა და გერმანიაში მაფიოზური კლანის 170-მდე წევრი დააკავეს

    იტალიასა და გერმანიაში მასშტაბური რეიდები ჩატარდა. პოლიციამ მაფიოზური კლანის, „ნდრანგეტას“ 170-მდე წევრი დააპატიმრა. აქტივების სახით მათ 50 მილიონი ევრო დაუყადაღეს. მაფიოზებთან კორუფციულ გარიგებებში რამდენიმე იტალიელი მაღალჩინოსანიცაა ეჭვმიტანილი. 

    09 იანვარი 2018, 13:52
  • საქართველოს ბანკი  EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

    საქართველოს ბანკი EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

    საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ტრანშის ათვისების თაობაზე განაცხადა.  ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ის შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულ...

    09 იანვარი 2018, 13:34
  • ჯილიან ანდერსონს ვარსკვლავი გაუხსნეს

    ჯილიან ანდერსონს ვარსკვლავი გაუხსნეს

    ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი წილად მსახიობ ჯილიან ანდერსონს ერგო. მსახიობმა მაყურებელს თავი "საიდუმლო მასალებში" შესრულებული როლით დაამახსოვრა. პოპულარულ შოუში, რომელიც ამერიკული არხების ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა, ჯილიან ანდერსონი აგენტ სკალის რ...

    09 იანვარი 2018, 13:31
  • ავსტრალიაში ერთნაირსქესიანებმა იქორწინეს

    ავსტრალიაში ერთნაირსქესიანებმა იქორწინეს

    ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემდეგ პირველი გეი წყვილი დაქორწინდა. 23 წლის ლუკ სალივანმა და 29 წლის ქრეიგ ბარნსმა ბეჭდები გაცვალეს. ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 5 დეკემბერს დაკანონდა. ახალი რეგულაცია ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

    09 იანვარი 2018, 13:30
  • დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს გამართავს

    დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს გამართავს

    თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი - დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს გამართავს. 16 და 18 იანვარს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ კონცერტს - „ოპერა - ფანტაზია“, რომელთაც ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი - დანიელ ორენი უდ...

    09 იანვარი 2018, 13:30
  • ნიგერიაში შიიტების აქცია პოლიციამ დაშალა

    ნიგერიაში შიიტების აქცია პოლიციამ დაშალა

    მასობრივი არეულობები ნიგერიაში. ქალაქ აბუჯაში ადგილობრივმა შიიტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თავიანთი ლიდერის, იბრაჰიმ ზაკზაკის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პატიმრობაში 2015 წლიდან იმყოფება. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადე...

    09 იანვარი 2018, 13:27
  • არგენტინაში ტყის მასივი იწვის

    არგენტინაში ტყის მასივი იწვის

    არგენტინაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი მენდოსის პროვინციაში ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელს გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი და ძლიერი ქარი უწყობს. ცეცხლის ლოკალიზებას ადგილობრივი მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 ათას ჰექტარამდე მწვანე საფარი.

    09 იანვარი 2018, 13:26
  • შსს-მ „ევროპაბეთის“ დაყაჩაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

    შსს-მ „ევროპაბეთის“ დაყაჩაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდე...

    09 იანვარი 2018, 13:25
  • ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

    ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

    უამინდობა ესპანეთში. კასტილიასა და ლეონში გადაუღებლად თოვს. რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლემ 50 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც ავტოსაგზაო მოძრაობა შეაფერხა. დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესიც. სინოპტიკოსთა ვარაუდით, უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

    09 იანვარი 2018, 13:25
  • მუხიანში, სპორტული კომპლექსისთვის 7 მილიონი დაიხარჯა და დღეს თავიდან სარეაბილიტაციოა - კახა კალაძე

    მუხიანში, სპორტული კომპლექსისთვის 7 მილიონი დაიხარჯა და დღეს თავიდან სარეაბილიტაციოა - კახა კალაძე

    მუხიანში სპორტული კომპლექსისთვის 7 მილიონი დაიხარჯა და დღეს თავიდან სარეაბილიტაციოა,- ამის შესახებ თბილისის მერმა  სპორტული კომპლექსის მონახულებისას განაცხადა. კახა კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობას, რომ ხარვეზებ...

    09 იანვარი 2018, 13:14
  • პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების ვებგვერდზე გამოქვეყნება სავალდებულო იქნება

    პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების ვებგვერდზე გამოქვეყნება სავალდებულო იქნება

    პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება კანონით სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლის ინიციატორებიც არიან დეპუტატები: გიორგი კახიანი, ეკა ბესელია და ირინა ფრუიძე.  ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვა...

    09 იანვარი 2018, 13:05