1 ივნისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4664 ლარია, ევროს 2.8812 ლარი.თურქული ლირის კურსი 0.5475 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.2865 ლარია.
არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი მომღერალი ემინი (Emin) თბილისს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. წარმოშობით აზერბაიჯანელი და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ემინ აგალაროვი თბილისში 1 ივნისს კონცერტს გამართავს. პოპულარული შემსრულებლის გამოსვლა ორკესტრთან ერთად თბილისის საკონცერტო დარ...
1-ელი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია „Small Planet Airlines“ საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ...
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია ხვალ, 16:00 საათზე განახლდება. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძე ღამით პარლამენტის შენობასთან დარჩება და სარალიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე თავადაც რჩება. მან შეკრებილებს მიმართა, ვისაც სურვილი აქვს, რუთაველის გამ...
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მისი აქციაზე ყოფნის ფოტოა გამოქვეყნებული. ფოტოს არანაირი ტექსტი არა აქვს და ასახულია, როგორ უსამძიმრებს გარდაცვლილი სარალიძის მამას. ფოტოზე არ ჩანს აქციაზე მყოფთა რეაქციები, როდესაც მათ პრემიერს ბოთლები ესროლეს და პროტესტის ნიშანად სიტყვით გა...
პრემიერმა უკვე ჩააფურთხა ჩემს შვილს სულში, აქ მოსვლით და სისულელეების მოყოლით, - ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის საგამოძიებო ჯგუფებს არ ენდობა. „მე მაგათ აღარ ვენდობი. დაუყონებლივ დააპატიმრონ ყველა. შემდეგ განაცხადს ველოდებ...
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება საპატრიარქოს მხარდაჭერის მოთხოვნის გაჟღერებამ გამოიწვია. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საპატრიარქოსგან მხარდაჭერა მოთხოვნა ახსენა. მისმა ამ განცხადებამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე გააღიზიანა და მან...
ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე. მისივე განცხადებით, ს...
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში „ჯი-ეიჩ-ენ“-ს ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ დაუდასტურეს. თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდა...
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას შსს გადაიბარებს და საქმეს პირადად მინისტრი უხელმძღვანელებს,- ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერმა პარლამენტის წინ აქციაზე მისვლის შესახებაც ისაუბრა, სადაც მას აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოს...
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს და საქმეს პირადად მინისტრი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება. ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის...
რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან პრემიერ-მინისტრის "გაძევების" ფაქტს facebook-ის მეშვეობით ეხმაურება ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. "პრემიერი მივიდა აქციაზე და არ მოუსმინეს. თუ რამეს ითხოვ და ქვეყნის პრემიერი მოდის საპასუხოდ და არ უსმენ, მაშინ რა გამოძრავებს?", წერს დიმიტრი ქუმსიშვილი...
„დღეს არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლება დაგვეტაკა ჩვენ,“ - ეს განცხადება, ზაზა სარალიძემ გააკეთა. „პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ თანაეგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ, რომ აუცილებლად დღესვე დაკავებული იქნებოდნენ ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები, არამედ კიდევ უნდოდა, რომ მოვეტყუებინ...
თბილისში, პარლამენტის წინ, მიმდინარე აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდან უერთდებიან. რეგიონებში ადამიანები ამ წუთებში იკრიბებიან. ქუთაისიდან კოლონია კი ცოტა ხნის წინა გამოვიდა. ისინი აქციას 2-3 საათში შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ისინი სკანდირებდნენ „წადი, წადი“. კვირიკაშილმა აქციაზე რამდენიმე წინადადების თქმა შეძლო: „"პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ჩალის ფასია თანა...