მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ჟურნალისტებმა კალაძეს უთხრეს, რომ სარალიძე და მაჩალიკაშვ...
19 ნოემბერს დაგეგმილ საქართველო-ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება. შეხვედრას დინამო არენა მასპინძლობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. როგორც ...
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხ...
„სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება. მალე დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა სენაკის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში დარჩენილ გარ...
მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ მიიჩნევს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარემ მიმართა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა. "მერაბ მორჩაძე აღიარებს 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად, ჩვენ მივმა...
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თურქეთში დასვენება შესაძლოა 30-დან 50%-მდე გაძვირდეს. აღნიშნულის მიზეზად კი თურქეთის მიმართულებაზე მზარდი მოთხოვნა სახელდება. „თურქეთი ძალიან მალე, ზაფხულის დასვენების ტარიფებს ზრდის მიმართულებით გადახედავს. თუმცა ეს ევროზე გადასვლასთან კავშირში არაა....
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერა...
2018 წლის 9 ნოემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარებ...
ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლოში განაცხადა. როგორც ის აღწერს, აღიარებითი ჩვენება მას ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. "თუ არ ვცდები, მე-8 განყოფილებაში...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია მაია ქორიძის მიერ გამოთქმული საყვედურის გამო გაბრაზდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ მაჟორიტარს უთხრა, რომ სოფელში არაფერი გაკეთებულა, რამაც დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. ...
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძვ3ლზე გათავისუფლდა და მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა. მისი მოხდა კი პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით განისაზღვრა. შეგახსე...
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ თბილისის მერიისგან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიამ ამის მიზეზად საახალწლო სამზადისი დაასახელა. მისივე თქმით, ის და მალხაზ მაჩალიკა...
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. და...
ბათუმში 55 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს. მამაკაცი პოლიციამ 5 ნოემბერს, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. როგორც ირკვევა, მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა. "იალქანის" ხელმძღვანელი თეონა აბა...