ხულოში, კურორტ ''გოდერძიზე'' კვადროციკლი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 23 წლის მაშველი დაიღუპა. ასევე, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, კვადროციკლი, რომლითაც ისინი ჭანჭახის მთაზე გადაადგილდებოდნენ, გადაბრუნდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც ხულოს მუნიციპ...
მიმდინარე წლის 9 ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა ...
ლენტეხში, სოფელ ზესხოში ცეცხლი უკიდია ტყის საფარს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გ...
თიბისი ბანკის ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქ...
ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 10 კუბურ მეტრამდე, წიფელის სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. სატ...
ჯორჯო არმანი დღეს 84 წლის გახდა. ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს ქალაქ პიაცენზაში დაიბადა. ის არის კომპანია Armani-ს მფლობელი და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად. კომპანია Armani-ს ბიუჯეტი შეადგენს 1,1 მლრდ დოლარს, ხოლო დიზაინერის, 2017 წლის ...
თიბისი გალერეაში საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირის, "რაგბის ზაფხულის თასი 2018"-ის შესახებ, რომელიც ივლისის ბოლოს ჩატარდება. ტურნირის მონაწილეების, განრიგისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი....
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დაუდასტურა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე იმსჯელებენ.
„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია იყოს, - ამის შესახებ ოთარ კახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, 11 ივლისს გაიმართება.მისივე განცხადებით, იმ ფონ...
11 ივლისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4422 ლარია, ევროს 2.8571 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5167 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.2315 ლარია.
ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი და მოცეკვავე შაკირა 11 წლიანი პაუზის შემდეგ, სტამბოლში კონცერტს გამართავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შაკირას კონცერტი სტამბოლში 11 ივლისს გაიმართება და მომღერალი თურქეთს მსოფლიო ტურნე „ელ&nbs...
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს Twitter-ის საშუალებით, რათა დაერწმუნებინა, რომ ბრიუსელი რჩება ვაშინგტონის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ. მანამდე ტრამპმა თავის გვერდზე დაწერა, რომ ემზადება ნატოს სამიტზე წასასვლელად. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ ხარჯავს თავდაცვაზე...
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა. აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდო...
თბილისში, ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი ლექსო ლაგვილავა აცხადებს. მოზარდს ოპერაცია რეგიონულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა, ის მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება. 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული. ...
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოქალაქეთა მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იმსჯელეს. ას...