არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 9 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. იურიდიული დახმარების მისაღებად, ორგანიზაციასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებსა და ელ-ფოსტაზე: 577 62 88 02 ან 555 21 66 21;...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს. თვალი დაუზიანდა TV პირველის ოპერატორს, სახის არეში დაზიანება მიიღო "ფორმულას" ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმ...
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პა...
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 197 პაციენტი, რეგიონში საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 10242 პაციენტი. საანგარიშო პერიოდში, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 411 ახალი შემთხვევა. ჯამში აჭარაში 5800-მდე აქტიური შემთხვევა. - გარდაიცვალა 5 პაციენტი: 1. რესპ საავადმყოფო 94 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 24.10...
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. ხაზგასასმელია, რ...
ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირებული 2 470 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე. დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში...
საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 499-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში...
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით ...
ბათუმში შემოდგომა-ზამთრის მოყვავილე 600 ათასი ერთწლოვანი ყვავილი დაირგვება. ასევე, რეაბილიტირებულ ქუჩებზე 1000-ზე მეტი ხე-მცენარის დარგვა დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს ხეების გასხვლა-ფორმირება და სხვადასხვა ტერიტორიის მოწესრიგება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება. ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირ...
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის. ''9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრან...
შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. "მინდა, გავაკეთო განცხადება ცესკო-ზე მიმდინარე შტურმთან დაკავშ...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: "მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად!...
შეკითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს. "ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე ...
იმედზე ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და მშვიდობიანად გადასცა ძალაუ...