რუსეთმა, ბელარუსთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ბელარუსში მრავალფუნქციური მოიერიშე-გამანადგურებლები Су-35С გაგზავნა. იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მანამდე, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთმა ბელარუსში საზენიტო-სარაკეტო სისტემების კომპლექსი С-400 გაგზავნა. გარდა ამისა, ბელარუსში ჩაიტანეს რუსული...
21 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა წარადგინა კანონპროექტი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე. გრეგორი მიქსის კანონპროექტი დაახლოებით იგივე სადამსჯელო ზომებს მოიცავს, რასაც...
დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, 23 იანვარს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ორგანიზებით, გაიმართება ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია. ღონ...
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. "ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა მოსკოვში ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობა ითხოვა. მოსკოვი დათანხმდა ვიზიტს თებერვალში", - თქვა სააგენტოს წყ...
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. "სოლიდარობის ქსელის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ თანამშრომლების პროტესტი მოლაპარაკებებით დასრულდა. მათივე განცხადებით, გაფიცვა შემდეგი პირობებით დასრულდა: "• 15 წელზე მეტია სააგ...
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ლოს ანჟელესში 21 იანვარს მოხდა. შვარცნეგერი, რომელიც GMC Yukon-ს მართავდა Toyota Prius-ს შეეჯახა. თავად მსახიობი არ დაშავებულა. Toyota Prius-ის მძღოლი კი საავადმყოფოში გ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. "ჟან მონეს დიალოგი საპ...
სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ-ს). რეკომენდაცია გამოიცა პროფესიონალი ქალი ფეხბურთელების მომართვის საფუძველზე, რომელთა ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფ...
22-23 იანვარს ექსპო 2020 დუბაიზე საქართველოს პავილიონი კალიგრაფიის დღეს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია დუბაი ექსპოს მილიონობით დამთვალიერებელს ქართული დამწერლობის კულტურა და უნიკალურობა გააცნოს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პავილიონში ქართული კალიგრაფიის ვორკშოპი გაიმართება, რომელზეც ქართველი კალ...
ხანძრის შედეგად, ფოთში კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ერთი ბინა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.
საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და ის თბილისის დროით 04:46 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. მანამდე ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა ეპიცენტრიც იყო სამებასთან. სეისმური მ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ენმ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, ...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 875 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,...
აშშ რუსეთის წინაშე არ დათმობს თავის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, - განაცხადა შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. "მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ, თუ რას ვაკეთებთ... ჩვენ არ დავთმობთ ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას"...