რა ვითარებაა ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჯვრის უღელტეხილისა და დუშეთის რაიონში-ბულაჩაურის შემოგარენში მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთებზე მოძრაობა დიდთოვლობის შედეგად ცოტა ხნით შეიზღუდა. ამჟამად გზები გაწმენდილია, მაგრამ დაწესებულია გარკვეული შეზ...
საქართველო „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში 8 საფეხურით დაწინაურდა და 24-ედან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. კვლევა მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ჩაატარა. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა. ასევე გაუმჯობესდა საქართ...
თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მაშინ მიმართეთ „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრს, ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით და მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის. შეთავაზებაშია ზამთრის საბურავები, რომლებიც მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ 49 ლარიდან და ისარგებლოთ უ...
დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული გიორგი გიუნაშვილისგ ათავისუფლებას, რომელიც ცხინვალის იზოლატორში უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფება....
თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, შენგელიას საქმეში დამოუკიდებელ იექსპერტები ჩაერთონ და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორია...
სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს. რომან შენგელიას თქმით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, სურვილის შემთხვევაში აჩვენონ შემთხვევის ადგილი და სამართალდამცავების მოქმედების არეალი. კრწანისის სასწავ...
ნიუ ჯერსელმა ჯონ სპინკენმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. 30 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ის შვილებთან ერთად გადახტა. მიღებულ ტრავმებით ის ადგილზე გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვები კი გადარჩნენ. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, სპინკენს კონფლიქტი ცოლთან მოუვიდა, რომელსაც დაემუქრა, რომ თ...
კანადაში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. მოხუცებულთა თავშესაფრის მედდას, ელიზაბეტ ტრეისი მაი ფეტლაუფერს 8 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. მისი მსხვერპლი 75-დან 96 წლამდე მოხუცები გახდნენ. მედდა მათ ინექციის სასიკვდილო დოზით კლავდა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ჰილარი კლინტონის გეგმები სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ნაცვლად იმისა, რომ ასადის გადადგომას ვითხოვდეთ, ჩვენ ისლამურ სახელმწიფოს უნდა ვეომოთ. კლინტონს სურს სირიას ვეომოთ. მაშინ ჩვენ უნდა ვეომოთ ირანსაც და...
ბათუმის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური დოკუმეტაციის სარეკომენდაციო პაკეტს შეიმუშავებს. შეხვედრა, რომელიც 26 ოქტომბერს შედგება, შპს „ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობასა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართება. მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევად...
ჩარლზ ჰეტფილდს შეერთებულ შტატებში „წვიმის გამყიდველის“ სახელით იცნობდნენ. 1902 წელს მან საიდუმლო სითხე შექმნა, რომლის დახმარებითაც წვიმა მოყავდა. ჯადოსნური სითხის დასამზადებლად ის 23 სხვადასხვა ნივთიერებას იყენებდა. სითხეს გიგანტურ კასრებში ასხამდნენ. ატმოსფეროში შერევის შედეგად ის წვიმა...
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას ამერიკელები ჩაატარებენ და დადგინდება, რომ ეს არ არის უცხო პირების ტერიტორიაზე შესვლის პირველი შემთხვევა. შაშკინი ,,რუსთავი 2“- თან საუბარში ამბობს ასევე, რომ თავდაცვის სამინისტროში არის სრული...
თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად, კოჯორში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს შეშა მიუტანა. დღეს შეშით სოციალურად დაუცველი სამი ოჯახი დაკმაყოფილდა. პროცესი გაგრძელდება და შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველ...
„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს“ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, 8 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას, -საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ...