პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მომხდარ არეულობაზე ისაუბრა, მისი თქმით, დაუსჯელი არავინ დარჩება და მოხდება ყველა დამნაშავის გამოვლენა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წვლილზეც ისაუბრა აქციის მსვლელობისას. „ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს ...
16 მარტს თბილისის 6 უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, ამის შესახებ განცხადებას კომპანია თელასი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზად სარემონტო სამუშაოები და ახალი აბონენტების მიერთება სახელდება. კრწანისის რაიონი 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონი 11:00-დან 16:00 ...
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და ელისო კილაძის უფროს შვილს, დავით ხარშილაძეს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ხარშილაძე ბრალს არ აღიარებს და უვადო შიმშილობას აცხადებს. პროცესზე მან დაკავებისას დაშვებულ დარღვევებზე ის...
თურქეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Turkuaz-ის ბარათებს სთავაზობს, რომელიც უვადო ბინადრობას და მოქალაქეობას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში უკვე გამოქვეყნდა, რითაც შესაბამისი დებულება ძალაში შევიდა. დებულება კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ე.წ. Turkuaz-ის (...
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, განმარტებას აკეთებს. კახა კალაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს, როიმ ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. "ვეხმაურები ამ კონკრეტ...
ყაჩაღობა მოხდა თელავის რაიონში. სოფელ ყარაჯალაში სამი ნიღბიანი ჯემალ ქამალოღლის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მძარცველებმა 450 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ოჯახის უფროსი კი ცემეს. სამართალდამცავებმა სამი ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს. ისინი ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში ...
აჭარის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ღოღობერიძე ჟურნალისტებს გაესაუბრა. მისი თქმით, დაკითხვისას არაფერი განსაკუთრ...
საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა იზრდება, ამის შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიში იუწყება. ზოგადი ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით პატიმართა რაოდენობა 6.8%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში პირიქით, გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი, თამარ აბაზაძე ევროსასამართლოსა და „რუსთავი 2“-ს საქმეზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,არ შეიძლება სტრასბურგის სასამართლო ჩაითვალოს როგორც მეოთხე ინსტანცია. პროცესში ხდება არა საქმის დეტალების შესწავ...
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, "რუსთავი2"-ის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიძლება ამ თემაზე ზედმეტი განცხადებების გაკეთება, მთავრობამ უნდა იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე. „ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევასრულოთ ის გადაწყვეტილება, რომლის წევრიც ვართ. საქართველომ თვითონ...
თურქეთი რეალობას საერთოდ მოსწყდა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა. „როტერდამი ერაზმის ქალაქია. ის ნაცისტებმა მთლიანად გააბადგურეს. ამ ქალაქის მერი დღეს ეთნიკური მაროკოელია. თუ ვინმე როტერდამს ფაშიზმთან აიგივებს, ის რეალობასაა მოწყვეტილი,“-აღნიშნა ტუსკმა. ანკარ...
ტერორისტული აქტების სერია სირიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დამასკოს სასამართლოს შენობაში აიფეთქა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 31-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი, ძლიერი აფეთქების ხმა არ-რაბვას რაიონში გაისმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწობილობა რეს...
საქართველოს პრეზიდენტი ე.წ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა და ის საკითხები განიხილა, რომელთა აღსრულებმაც ქვეყანაში შესაძლოა, ადამიანის უფლებების დაცვისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებებით პრობლემები შექმნას. „ჩვენ გავუზიარეთ ე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს 18:30 საათზე, ბათუმში ახლად გახსნილ საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზას დაათვალიერებს, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ააშენა და ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიას გადასცა. თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მ...
დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორც...