საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია.
მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.
სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.
ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.