ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი გუშინ გამოაცხადა.
აშშ-მა გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა და მოსთხოვა მადუროს, რომელსაც ს ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად არ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები არ დაუშვას. მადურო თავს კონსტიტუციურ პრეზიდენტად მიიჩნევს და ოპოზიციის ლიდერს აშშ-ის მარიონეტს უწოდებს.
ამ მომენტისთვის აშშ-ის გარდა, გუადიო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, პანამამ, პარაგვაიმ და პერუმ. გუადიოს ასევე მხარს უჭერს ეროკავშირი. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ჩინეთმა თურქეთმა, მექსიკამ და ურუგვაიმ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ 2009 წელს აღიარა.