სამწუხაროა, თუმცა უკვე შემდგარი ფაქტია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან ბიურომ საკითხი კენჭისყრის გარეშე, ცნობად უნდა მიიღოს.
„მე მგონი ჯობია, ამ საკითხზე პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინე და რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ალტერნატივაც არ აქვს. არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ეს მოვლენა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია.