პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის ორი ტური გაიმართა: პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5-ის, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ის. კენჭისყრის მეორე ტურში გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - 2.
ცნობისთვის, იურიდიულ კომიტეტს ახალი თავმჯდომარის არჩევამდ გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.