პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას Facebook პოსტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია.
კობახიძის თქმით, მეტიც, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღავენლმა, მიხეილ ბენიძემ გვარამია დაიცვა, ანუ, მისივე თქმით, ბენიძემ უკადრებელი იკადრა.
"საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტრში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას.
ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია", - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ.
კობახიძის თქმით, "ქართული ფაშიზმი" წარსულს 2012 წელს ჩაბარდა. ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ეს პოსტი ფაშისტურად შეაფასა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.