„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - 18% ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15% მისცემდა.
„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს - 8%
„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას 3% მისცემდა.
„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს - 2%.
კვლევის მიხედვით, სხვა კანდიდატს - 7%, ხოლო კითხვაზე "არ ვიცი" ან არ უპასუხა - 25%-მა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება 2%-ია.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.