საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, „ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. ერთს ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ცნობილია ასევე ახალი ფრაქციების სავარაუდო ხელმძღვანელები.
როგორც „კურიერი“ იტყობინება, სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.
ასევე, ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი კიდევ ერთი საკადრო გადაადგილების შესახებ, რომელიც დეპუტატ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირდება. „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელი პარლამენტიდან უსაფრთხოების სამსახურის მოადგილედ გადადის.