51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანთაგან ერთ-ერთის -გ.ბ-ს სასამართლო პროცესი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს, 12:30-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ მეორე პირს - გ.ჯ -ს, როგორც გუშინ, პროკურატურაში განმარტეს, ის ემალება გამოძიებას.
„თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა