"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას მოითხოვს,- ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთაველის ძეგლთან მიმდინარე აქციაზე გაკეთა, სადაც შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობადა.
"პატრიოტთა ალიანსი" აპირებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლოს, სადაც შემდგომში შიმშილობის დაწყებასაც გეგმავს.
"ჩვენს მოთხოვნებში ორი ნაწილია: გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. ჩვენ ვაპირებთ, მსვლელობით გადავინაცვლოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ მსვლელობით დასრულდება, ჩვენ შიმშილობას დავიწყებთ. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი პარტიის აქტივისტები დარჩებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, დილით კი ჩვენ მოთხოვნის პეტიციას შევიტანთ მთავრობის ადმინისტაციაში. დაველოდებით მთავრობის რეაქციას და დავწიყებთ შიმშილს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.