16 აგვისტოს თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქარ...
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე...
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 198...
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევისა და ქედის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი - 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამ...
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას. "12 წლის წინ რუსეთმა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო...
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა განათლების, განვითარების და თვითრეალიზაციის კუთხით, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული მომავალი. ამიტომ ხდება სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება თქვენივე ჩართულობით, რადგან თქვენს ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სტრატეგიის მიზანია ისეთი გ...
ბელარუსის დედაქალ მინსკის ქუჩებში, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, ათობით ათასი ადამიანო გამოვიდა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბელარუსის სხვა ქალაქებშიც. როგორც იუწყებიან, მინსკის ქუჩებში დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ასეთი ხალხმრავალი და ფართომასშტაბიანი თავყრილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რო...
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართა...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეფასებებს, დავით ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდებიან. "სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონ...
მეორე დღეა, ურეკში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 15 აგვისტოს მიიღეს შეტყობინება, რომ ზღვაზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს შველა ესაჭიროებოდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდის ზღვიდან გამოყვანა მოხერხდა, მეორე კი - გაუჩინარდა. ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს სახერხი საამქრო, წიწვოვანი და ფოთლოვანი 14 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 5 მ3-მდე პირველადი გადამუშ...