ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4317 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, H1N1 ვირუსით, საქართველოში გარდაიცვალა სამი პაციენტი. მინისტრის განმარტებით, დღეს ინგოროყვას კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის ვირუსი არ ყოფილა. "ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით - ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში...
ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა დავოსისი ეკონომიკური ფორუმის სესიაზე “ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა”. მთავ...
კრწანისის რაიონის გამგეობამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. კრწანისის ქუჩაზე წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გრუნტის დამჭერი კედლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი დღეს კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა დაათვალიერა. ...
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა. შეხვედრა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. ბანკის პრეზიდენტის გ...
H1N1 ვირუსის მატებასთან დაკავშირებით, პირველადი ჯანდაცვის 2 დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ წინამძღვრიშვილის # 57 -სა და ქიაჩელის #18-ში არსებული დაწესებულებები პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურებიან. ჯანდავცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძესთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებიან. შეხვედრა პარლამენტის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის კონკრეტული მოტივი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საკითხი ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს, რ...
მართვის მოწმობის გამოცდას ფსიქოლოგთან გასაუბრება დაემატება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი...
ვიდეოჯარიმების დროს ქულების კლების სისტემა არ იმოქმედებს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებებ...
100-ქულიანი სისტემა გავრცელდება იმ მძღოლებზეც, რომელთაც მართვის მოწმობა სხვა ქვეყანაში აიღეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ...
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები დაესწრნენ. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოე...
27-ჯერ საგზაო წესის დარღვევის შემთხვევაში მძღოლი მართვის მოწმობას დაკარგავს, - ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში". ცვლილლებათა პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მო...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სასტუმროების მენეჯერებს ახალი პროექტი, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გააცნო. მხარეებმა პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს პროექტის მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები, მისაღები სარგებელი და შედეგები. "პროექტი „რეკომენდირებულია ტურ...
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს. რაც შეეხება სპეციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჯანდაცვის უწყება მიმართავს, მინისტრის თქმით, დაკავშირებულია არა ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაც...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ვიქტორია ნულანდმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობა...