მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი ჯუღაშვილი ქუცაში ცუდად გახდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ვარვარა კარაულობას მოსკოვის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ისლამურ სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების მცდელობაში წაუყენეს. განსასჯელმა დანაშაული აღიარა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა. სებ-ის ინფორმაციით, 23 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7710 ლარი ეღირება, 1 ევრო კი 2.8999 ლარი. მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ დღეში, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.0136 პუნქტით...
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ დოლოგანთან. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომანქანა ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო საავტომობილო გზა ჩაიკეტა და ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ შემ...
ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ- ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორი...
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავკასიაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა ხელი მოაწერეს სამ საგრანტო შეთანხმებას. ხელმოწერილი შეთანხმებებით ცვლილება შევიდა ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებში და საგრანტო თანხა და...
ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო უფლებამოსილებას გასცემს ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში, შეთანხმებაზე ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში ქარსაფარი ზოლების გაშენების, რეაბილიტაციის და მოვლა-პატრონობის საკითხ...
ჩრდილოეთ სირიაში ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებთან შეტაკებას 14 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 138 ისლამისტი. შეტაკებები ქალაქ ელ-ბაბთან მოხდა, რომელსაც ამ დრომდე ისლამური...
23-25 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 23 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიხსნება. სამი დღის განმავლობაში წ...
პოპულარული ფრანგული ტურისტული გზამკვლევი Petit Futé საქართველოს შესახებ ახალ რუბრიკას ამზადებს. მასალის მოსამზადებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Petit Futé-სპუბლიცისტს მატიო ბარონს უმასპინძლა. ცნობილ ტურისტულ გამოცემასთან ტურიზმის ეროვნული ადმი...
თეთრი სახლის ლიდერი პრეზიდენტის რანგში ბოლო შვებულებას ჰავაიზე ატარებს. კურორტ კაპოლეიზე ბარაქ ობამა ოჯახთან ერთად იმყოფება. პრეზიდენტი თავს კითხვითა და გოლფის თამაშით იქცევს, რაც მისი საყვარელი საქმიანობაა. ობამები ვაშინგტონში იანვრის დასაწყისში დაბრუნდებიან.
ამერიკის მომავალმა ვიცეპრეზიდენტმა საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მაიკ პენსმა ინდიანაპოლისში უსახლკაროებს სადილი მოუწყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან პირობა დადო, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა იქნება....
ბერლინში საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერაქტის ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. კაიზერ ვილჰელმის მოედანზე მასშტაბური ტერორისტული აქტი 19 დეკემბრის საღამოს განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიცია ტერაქტში ეჭვმიტანილ ტუნისის მოქალაქეს ეძებს....