საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG/RUS
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

2005 წლის 1 ივნისს ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენმა” პირველი ინფორმაცია გაავრცელა. მოკლე დროში სააგენტომ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნების საინფორმაციო ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია მოიპოვა.

საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში, მით უფრო მის კონფლიქტურ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის იპყრობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას, შესაბამისად, „ჯი-ეიჩ-ენი“ უზრუნველყოფს საზოგადოებას გადამოწმებული და ოპერატიული ინფორმაციით.

“ჯი-ეიჩ-ენის” კონტრაქტორები არიან სამთავრობო დაწესებულებები, წამყვანი ქართული კომპანიები, მედიასაშუალებები, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები, არასამთავრობი სექტორი.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქება, სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მრავალი მედიასაშუალებისთვის.

“ჯი-ეიჩ-ენი” ლიდერობს საქართველოში მიმდინარე მოვლენების უცხოურ მედიასაშულებებში გავრცელებული ინფორმაციების რაოდენობის მიხედვით.

2010 წლის 4 მარტს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” გახდა შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის / BSANNA / თავმჯდომარე.

“ჯი-ეიჩ-ენი” არის ყოველწლიურად “წლის ადამიანებისა და კომპანიების” გამოკითხვისა და “ოქროს პერგამენტის” დაჯილდოების ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორი.

ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის“ მასალის გამოყენების პირობები: – სააგენტოს მასალის გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასოა; – ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალებისა და კომპანიის მიერ სააგენტოს მასალის გამოყენება ფასიანია; – ხელშეკრულების გარეშე სააგენტოს ერთი მასალის გამოყენების შემთხვევაში მისი გამომყენებელი ავტომატურ რეჟიმში აღიარებს, რომ სააგენტოს სასარგებლოდ მასალის გამოყენებიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; – ბეჭდური მედიასაშუალებები ინფორმაციის გამოყენებისას უთითებენ წყაროს (ჯი-ეიჩ-ენი ან GHN) მათთვის მისაღებ ფორმატში; – ინტერნეტგამოცემები, პორტალები და სხვა საშუალებები უთითებენ წყაროს ჰიპერბმულის მეშვეობით კონკრეტულ გამოყენებულ მასალაზე; – ტელევიზიები და რადიოები სააგენტოს მასალის გამოყენებისას ასახელებენ წყაროს ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი“ ან სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი“; – თავისუფალ რეჟიმში სააგენტოს მასალის გამოყენება რეგულირდება ხელშეკრულებით; – სააგენტოს ექსკლუზიური მასალის გამოყენება მათი დამახინჯებით, წყაროს მითითების გარეშე, ასევე ფორმატის შეცვლით ჩაითვლება ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფად და გახდება კანონით გათვალისწინებული ქმედებების დაწყების საფუძველი; – გადაუდებელი აუცილებლობის, ექსტრემალური ვითარების შემთხვევაში, ფორმალური პროცედურების დაცვა ხდება მოგვიანებით, მაგრამ არა უგვიანეს მასალის გამოყენებიდან სამი დღის განმავლობაში; – ინტერნეტგამოცემებისა და რესურსებისთვის უფასოდ მასალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გამოცემა (რესურსი) აქვეყნებს ნიუსის, პუბლიკაციის ან სხვა მასალის სათაურს, პირველ აბზაცს და ჰიპერბმულს. – სოციალურ ქსელებში, ანალოგიურ ინტერნეტსაშუალებებში, რომლებიც განეკუთვნებიან პირადი მოხმარების კატეგორიას, აუცილებელია წყაროს მითითება, ხოლო ბლოგებში მასალის (ციტატების) გამოყენებისას ჰიპერბმულის მითითება