ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად იყო გარემოსამყაროს მოწყვეტილი, ცხოვრება ნელნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ქალაქში მეტროპოლიტენის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. მგზავრები მეტროთი მგზავრობისას ვალდებულნი არიან ატარონ დამცავი ნიღბები, შესვლის, გამოსვლისა და სხვა ხაზებზე გადაჯდომის დროს უნდა გაიარონ პერსონალური ჯანმრთელობის კოდის სკანირება.
უხანში საწარმოების უმრავლესობამ განაახლა მუშაობა, რესტორნებმა და სავაჭრო ცენტრებმა დაიწყეს ფუნქციონირება.
ქალაქში კორონავირუსის ეპიდემიის დღიდან ვირუსული ინფექციის 40 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 500 ადამიანი.
ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის კარანტინი შესაძლოა 8 აპრილს მოიხსნას. ცნობილია, რომ 8 აპრილიდან მუშაობას განაახლებს უხანის საერთაშორისო აეროპორტი.