შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ფიქრობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დამალა. იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.
სააგენტოს სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაზვერვის სამსახურმა, გასულ კვირას თეთრ სახლს წარუდგინა საიდუმლო მოხსენება, რომელშიც მოყვანილია შესაბამისი შეფასებები.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აშშ-ის დაზვერვის ვერსიით, ჩინეთმა შეგნებულად გამოაქვეყნა ინფიცირებისა და გარდაცვალების შესხაებ არასრული მონაცემები.
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პეკინი მალავდა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების მასშტაბებს და მონაცემების რაოდენობას იმაზე ნაკლებად წარმოადგენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გარდაცვალების 3 316 და გამოჯანმრთელების 76 405 შემთხვევა.