ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში არსებულ ტყის ხანძრებს, სექტემბრიდან დღემდე, დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა. იტყობინება The Straits Times.
სიდნეის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ხანძარმა და მისგან გამოწვეულმა გარემოებებმა დაახლოებით 480 მლნ ძუძუმწოვარა, ფრინველი და ქვეწარმავალი შეიწირა.
"დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ტერიტორიებზე სადაც ხანძარი მძვინვარებს, ცხოველებს არ აქვთ საკვები, წყალი და თავშესაფარი, რის გამოც ისინი მტაცებელი ცხოველებისგან დამალვას ვერ ახერხებენ. შედეგად მკვეთრად მცირდება პოპულაცია", - ნათქვამია კვლევაში.
განსაკუთრებულად დაზარალდნენ კოალები, რომელთა თითქმის 30% გადანადგურდა.
ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს. განადგურებულია 6 მილიონამდე ჰექტარი ტყის მასივი, ასეულობით საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.
ხანძარს 20 ადამიანი ესმხვერპლა.