შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრის მოადგილემ განმარტა: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული.
ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“ -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.