თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა რა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, დაავალა მას პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.
ამავე დროს, სასამართლომ უგულავას გირაოს სახით 2000 ლარი შეუფარდა.
სასამართლო სხდომას გიგი უგულავა და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება.
11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.