რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდის ფონზე, ნატო ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია - აცხადენს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ჩვენი ძალები ეწინააღმდეგებიან კონფლიქტებს და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ზრუნავენ", - თქვა სტოლტენბერგმა ლატვიის პრეზიდენტთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ლონდონში დაგეგმილ სამიტზე განხილვის მთავარი საგანი, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის "ერთიანი მიდგომის" საკითხი იქნება.
"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ერთიანობას და ჩვენს საერთო მიდგომას ლონდონის სამიტზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს ლიდერების შეხვედრა ბრიტანეთის დედაქალაქში 3-4 დეკემბერს გაიმართება.