ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა თავი მექსიკას შეაფარა, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ინფორმაცია მორალესისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით, მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგ "ტვიტერით" გაავრცელა.
მისი თქმით, საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, ევო მორალესს მექსიკა მფარველობს.
"მორალესის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, თანამდებობიდან 10 ნოემბერს გადადგა.
ევო მორალესმა 20 ოქტომბერს თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მისმა გამარჯვებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში. ოპოზიცია დარღვევებსა და ხელისუფლების მხრიდან მაქინაციებზე საუბრობს. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ამ დრომდე არ წყდება.
მორალესის გადაგომიდან მალევე თავიანთი პოსტები დატოვს ვიცე-პრეზიდენტმა, სენატის თავმჯდომარემ და სენატის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მმართველობა დროებით გადავიდა ოპოზიციონერის, სენატის მეორე ვიცე-სპიკერის ჟანინ ანიესეს ხელში.